სახმელეთო ტვირთზიდვის მოცულობა იანვარ-აგვისტოში 16.1%-ით გაიზრდა

საქართველოს საერთაშორისო გადამზიდველების მიერ განხორციელებული ტვირთზიდვის მოცულობა (შესრულებული რეისების შესაბამისად) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 16.1 %-ით. სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში გადაზიდვების სტატისტიკაზე დიმიტი ქუმსიშვილს ანგარიში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ მიხეილ ხმალაძემ ჩააბარა. 

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის საავტომობილო სატვირთო გადამზიდველების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტად გავლას, ბოლო წლების მანძილზე ასეთი რეჟიმით გამავალი დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. მისივე ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 189%-ით არის გაზრდილი რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვები, ხოლო 323%-ით არის გაზრდილი მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში მიმართულებით ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვების მოცულობა.

ცნობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალ ტრასპორტის სფეროში მომუშავე საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ვახტანგ მიქელაიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად