სახლში დარჩენაზე უარი განაცხადა და მამასთან ერთად გერმანიის ელჩს შეხვდა პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშსთან დახურული შეხვედრა გამართა.

როგორც წესი, მსგავსი ფორმატის შეხვედრები პარლამენტში ხშირად დახურულ ფორმატში იმართება და ამ დროს ჟურნალსიტებს ამ დახურული კარის მიღმა დგომა უწევთ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მონაწილე მხარეებს, საუბრის დეტალების შესახებ ეკითხებიან.

დღევანდელმა შეხვდრამ 1 საათი გასტანა და მოთმინებადაკარგული ჟურნალისტების წინაშე ანრი ოხანაშვილი თავისი 3 წლის ქალიშვილთან ერთად წარდგა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრის დროს მისი გოგონა კაბინეტის ერთერთ ოთახში სხვების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მამიკოს გარეშე ბავშვის დამშვიდება ვეღარ ხერხდება.

“თუ შეიძლება, ორივე ერთად ჩაგეწერებით” – სთხოვა ჟურნალსიტებს დეპუტატმა მამიკომ. გოგონას ჟურნალისტებმა “საწოვარას” პირიდან გამოღება სცადეს, თუმცა, რესპოდენტის რეაქციის გამო, მცდელობა აღარ განმეორდა. დეპუტატის ქალიშვილი კამერების წინაშე არ დაბნეულა: ვიდრე მამა დეპუტატი ჟურნალისტებს გერმანიასთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრებოდა, “საწოვარიანი” გოგონა ოპერატორებს თვალს არ აშორებდა, პოზიორობდა და ობიექტივს ხელს უქნევდა.

არაერთი ჟურნალისტი მოეფერა და გაესაუბრა “საწოვარიან” ოხანაშვილს, მაგრამ მისი სიმშვიდის დარღვევა ვერავინ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...