“სახლიდან წავედი… არ გემშვიდობებით, ნახვამდის” – ნინო სამყურაშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

“კურიერი” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ნინო სამყურაშვილმა, იგივე ჯიპამ დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტი პოსტს Facebook-ში აქვეყნებს.

“ჩემი სახლიდან წავედი ….ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილებაა… არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა… მაგრამ ჩემი ხელით ვერ დავანგრევდი იმას, რაც 13 წელი ჩემი ხელით, ჩემი წილი ნამდვილად ავაშენე ….

ჩემო რუსთავი2 -ელებო ყველას დიდი მადლობა

პ.ს. ნახვამდის, არ გემშვიდობებით და კიდევ შევხვდებით, თან აუცილებლად

თქვენი ჯიპა”, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გუშინ არხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე ჟურნალისტები ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია. მანვე არხიდან გაუშვა პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილიც, რომელსაც დაახლოებით 2 კვირის წინ ჰქონდა გაცხადებული, რომ არხი დატოვა.

სალიას გადაწყვეტილების შემდეგ არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი დატოვა პაატა იაკობაშვილმაც. არხიდან წასვლის შესახებ განაცხადეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა, ნათია ტრაპაიძემ, დავით ქაშიაშვილმა, თამარ ბაღაშვილმა, ეკო მაღრაძემ და მაია ლომიძემ.

არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუას და მიხეილ სესიაშვილის განცხადების შემდეგ ეთერში არ გასულა. საინფორმაციო გამოშვება ეთერში არც დღეს გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...