სახით დროშისკენ და სახით ხალხისკენ – პოროშენკომ და ზელენსკიმ სხვადასხვა მხარეს დაიჩოქეს

დღეს უკრანის პრეზიდენტობის კანდოდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის კიევის სტადიონზე დებატები გაიმართა, რომელიც ყველა წამყვან არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ვლადიმერ ზელენსკიმ დებატებისას განაცხადა, რომ ის განცხადება, რომელსაც მის სახელს უკავშირებდნენ, თითქოს მზად იყო პუტინისთვის დაეჩოქა, ინტერპრეტირებული იყო.

“სიტყვები ფრაზიდან ამოგლეჯილი იყო. სინამდვილეში მე ვთქვი ასე: მზად ვარ დავიჩოქო, ოღონდ ნუ დააჩოქებთ უკრაინას. მე ახლაც მზად ვარ დავუჩოქო თითოეულ იმ დედას, რომელმაც დაკარგა ამ ომში შვილი და თითოეულ ბავშვს, რომლის მამაც ვერ დაბრუნდა და იგივეს მოგიწოდებთ თქვენც” – ამის შემდეგ ზელენსკიმ მუხლებზე დაიჩოქა. დაიჩოქა პეტრო პოროშენკომაც, ოღონდ ზურგით ხალხისკენ და სახით უკრაინის დროშისკენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...