სახელმწიფომ ზუგდიდის ცენტრში მდებარე შენობები აუქციონზე გაიტანა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართები ელექტრონულ აუქციონზე  გაიტანა.

“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებასთან დაკავშირებით.

ქალაქ ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი N19/რუსთაველის ქ.N89-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 320კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N43.31.49.015.05.513) არასაცხოვრებელი ფართის – საწყისისაპრივატიზებო საფასური შეადგენს – 124000 (ას ოცდაოთხი ათასი) ლარს; ,,ბე“- 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი; ბიჯი – 1000 (ერთი ათასი) ლარი;

პირობებიანი ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დრო და თარიღია: 2015 წლის 03 ივნისის 16 საათიდან 2015 წლის 17 ივნისის 16 საათამდე. არასაცხოვრებელი ფართის დათვალიერების, სააუქციონო პირობების გაცნობისა და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: www.eauction.geდამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ქ. ზუგდიდი, ზვ. გამსახურდიას გამზირი N45, ტელ: (0415) 25 15 30″-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად