სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიას: გაითვალისწინეთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო არასრულწლოვანი პირის მიმართ შესაძლოა სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიას მიმართავს.

“დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, არასრულწლოვანი პირის მიმართ, შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი.

სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...