“სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა – გიორგი ვაშაძის ინიციატივა ჩავარდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, კომიტეტს ფრაქცია „ შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას, საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ კლებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ინიციატივა არის ერთი მუხლის ცვლილება კანონში, რომ პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და სახელმწიფომ ის არ დაავალდებულოს საპენსიო სესხი აიღოს ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოხატეს კომიტეტის წევრებმა.

პროექტით შეთავაზებულ ცვლილებებზე პოზიციები და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს ჯანმრთელობის დაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

კომენტარები
იტვირთება...