სახელმწიფო ეროვნული ავიაკომპანიების სტიმულირებაზე მუშაობს

"სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ეროვნული ავიაკომპანიების სტიმულირებაზე, რათა მივცეთ საშუალება, რომ ტურისტების გაყვანის კუთხით გარკვეული ტიპის პრეფერენციები მივცეთ", – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

 

"ჩარტერული რეისების სუბსიდირების პაკეტს უახლოეს პერიოდში გავუშვებთ და ის ფუნქციონირებას დაიწყებს. მიზნობრივ ბაზრებს ძირითადად წარმოადგენს ისრაელი, პოლონეთი უნგრეთი, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი. ასევე ჩინეთის ტურზმის სააგენტოს ხელმძღვანელთან გუშინ დავასრულე ვიზიტი და ვფიქრობთ რომ ჩინეთის პოტენციალი არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფომ ამ მიმართულებით მიზნობრივი პროგრამები უნდა განახორციელოს", – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...