სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა

აშშ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ძალისხმევას, რომ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი პირობები შესრულდეს, ასევე დონბასში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა RBC- ს განუცხადა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ”, – განაცხადა მან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს , თუმცა “რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ნდობის ნაკლებობაა”.

“უკრაინა მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს მაქსიმალურად ასრულებს. რუსეთმა იგივე უნდა გააკეთოს “, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Facebook- ის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყირიმსა და დონბასში არსებული ვითარების განხილვა შესთავაზა. მან აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეისს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწოდა, შუამავლების როლი შეასრულონ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის ინიციატივა განიხილება. მან ასევე აღნიშნა, ეს სრულიად ახალი მოლაპარაკებების ფორმატი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად