სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის გამოყენებისას დარღვევები ვერ გამოავლინა

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის გამოყენებისას დარღვევები ვერ გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”საიდუმლო ინფორმაციის სისტემატურად და მიზანმიმართულად, ბოროტად გამოყენების მყარი მტკიცებულება არ არსებობს”,- ნათქვამია ტექსტში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებამ საიდუმლო ინფორმაციის დაუცველობის ფაქტები გაზარდა.

გამოძიება 2017 წელს დაიწყო და ის 33 ათასი ელ.წერილისგან შედგებოდა.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე იყო. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, FBI- ს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, ჰილარი კლინტონი ელექტრონული ფოსტის გამოყენებისას “ძალიან უყურადღებო” იყო. მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად