სახელმწიფო დეპარტამენტი: სირიაში ნავთობის საბადოების შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ინსტრუქცია არ მიგვიღია

სახელმწიფო დეპარტამენტს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან სირიის ჩრდილო- აღმოსავლეთით ნავთობის საბადოების შესახებ ინსტრუქციები არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

“სახელმწიფო დეპარტამენტს ტრამპის ადმინისტრაციისგან ნავთობის საბადოებთან დაკავშირებით მითითები არ მიუღია,” – დასძინა დიპლომატმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ სირიის ტერიტორიებზე, რომელსაც აშშ-ს არმია აკონტროლებს, ადგილობრივი ხელისუფლება ნავთობს აწარმოებს.

6 ნოემბერს, Associated Press- ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის აღმოსავლეთით სამხედრო მისიის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც ნავთობის საბადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ახალი გეგმის თანახმად, ჯარები ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი მიწის დიდ ნაწილს დაიცავენ, რომელიც პროვინცია დეირ ეზ-ზორიდან 150 კილომეტრზე ვრცელდება. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, მისი ზუსტი ზომა ჯერ დადგენილი არ არის.

სააგენტოს წყაროების თანახმად, სირიაში შესაძლოა შეერთებული შტატებიდან მინიმუმ 800 ადამიანი, მათ შორის 200 ჯარისკაცი იყოს, რომლებიც ეტ-ტანფის მთაზე, სამხრეთ სირიაში არიან განლაგებული.

როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება უამრავ “რთულ კითხვას” ბადებს იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა აშშ-ს ძალებმა შეტევა მოახდინონ სირიულ, რუსულ თუ სხვა ძალებზე, თუ ისინი ნავთობის საბადოებს საფრთხეს შეუქმნიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად