სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის თაობაზე იუწყება.

“მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე”, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია, ხოლო ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად