სახელმწიფო დეპარტამენტი: ”ისლამური სახელმწიფოს” ახალი ლიდერი დიდხანს არ იცოცხლებს

შეერთებულმა შტატებმა თითქმის არაფერი იცის “ისლამური სახელმწიფოს” ახალი ლიდერის შესახებ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ის დიდხანს არ იცოცხლებს.

“როგორც ჩანს, ამ ადამიანის შესახებ არავინ იცის, ასევე არავინ იცის მისი წარსული. ვფიქრობთ, რომ მის შესახებ ცოტა ადამიანი ვართ ინფორმირებული. მის შესახებ ვერ ვისაუბრებ”,-ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.

”თუ ის ერაყში ან სირიაში იმყოფება, ვფიქრობთ, დიდხანს ვერ იცოცხლებს”, – დასძინა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის დროს “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები გაიქცნენ.

29 ოქტომბერს, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც სირიაში, ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას და რომელიც დაიჭრა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ძაღლს ჯანმრთელობისთვის საშიში ტრავმები არ მიუღია.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ დონალდ ტრამპმა 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, სამხედროებმა იგი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად