სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროკავშირში აშშ-ის ელჩს ტრამპის იმპიჩმენტზე ჩვენების მიცემა აუკრძალა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროკავშირში აშშ-ს ელჩს გორდონ სონდლენდს გამოძიების ფარგლებში კონგრესში ჩვენების მიცემა აუკრძალა, რომელიც ცდილობს დაადგინოს, არის თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

დიპლომატის ადვოკატის, რობერტ ლასკინის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა, რომ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა დეპარტამენტის მითითების შესაბამისად იმოქმედოს და წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენებში მონაწილეობა არ მიიღოს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები.

ლასკინის თქმით, “გორდონ სონდლენდი შეშფოთებულია იმით, რომ ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. იგი ირწმუნება, რომ ყოველთვის შეერთებული შტატების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა”, – დასძინა ლასკინმა.

ამერიკული მედიის ცნობით, ადრე, გორდონ სონდლენდი ნებაყოფლობით დათანხმდა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხი გაეცა. დაგეგმილია, რომ ეს მოსმენები დღეს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად