სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მედია პარლამენტის შენობის დატოვებისკენ მოუწოდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს და ოპერატორრებს, რომელბის პარლანტის შენობაში შიგნით მუშაოვენ, შენიობის დატოვება მოსთხივა.

კონკრეტულად რატომ თქვა  ანზორ ჩუბინიძიემ დატოვოს მედიამ შენობა არ განუმარტავს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ტარდება, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა.

ფაქტი “ევროპული საქართველოს” წევრებმა გააპროტესტეს და დარბაზში პლაკატებითა შევიდნენ, მათ მალე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...