“სახელმწიფო ბანერის “ნაცმოძრაობის” ოფისზე განთავსებამ ადგილობრივი ხელისუფლება გააღიზიანა”

“აწარმოე საქართველოში”-ს ბანერის ნაციონალური მოძრაობის ოფისის თავზე ჩამოკიდების  გამო, ამავე პროექტის კორდინატორი დათო გოგუაძე იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. როგორც დათო გოგუაძე "აიპრესთან" საუბარში ყვება, აღნიშნული პოზიციაზე მისი კანდიდატურა  კონკურსის წესით შეირჩა, თუმცა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გამო, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, მიზეზი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად პროექტის ბანერი იმ შენობაზე ჩამოკიდეს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს.

დათო გოგუაძე "აიპრესთან" ამბობს, რომ მამა ნაციონალური მოძრაობის წევრია და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ბანერის “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის თავზე დაკიდებაც, პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა.

“სარეკლამო ბანერი იქნა დამზადებული სადაც არის ლოგო აწარმოე საქართველოშის და ჩვენი ოფისის  მისამართი, სადაც შეიძლებოდა მოსახლეობას მიეღო ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. შეირჩა ხედი იმის მიხედვით, რომ ეს შენობა ქალაქის ცენტრშია და დაიდგა ამის მიხედვით, შენობის პირველ სართულზე არის ნაციონალური მოძრაობის ოფისი, ამან გამოიწვია აიპის თანამშრომლების გაღიზიანება, აიპი არის ერთ-ერთი ტექნიკური სამსახური, აიპი ტექსერვისი ქვია, მუნიციპალიტეტის სამსახურია. შეიქმნა ხმაური, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისის თავზე რატომ უნდა დაკიდულიყო. ვესაუბრე მე თვითონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც მითხრა თვითონ, რომ რამოდენიმე ზარი მიიღო ზოგადად, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისგან, დილით ბანერი იქნა მოხსნილი. ჩემთვის ზოგადად შემაწუხებელი იყო და შეურაცხმყოფელი, ამიტომ მე თვითონ დავწერე პირადი განცხადება, მე თვითინ გადავწყვიტე, არანაირი იძულება არ ყოფილა და არც შემოთავაზება, ჩემთვის აღარ იყო მისაღები სამსახურის გაგრძელება, იმიტომ რომ თვითონ ადგილობრივ ხელისუფლებაში გამოიწვია გაღიზიანება, შევატყვე.

მამაჩემი ნაციონალური მოძრაობის წევრია, ადგილობრივი საკრებულოსი და ეს დაუკავშირეს ერთამენთს, თან ყოფილი გამგებელია, არ ვიცი აიპი თანამშრომლებს დავალება ჰქონდათ ვინმესგან, თუ რა მოხდა, უკმაყოფილება არაფხიზელ მდგომარეობაში გამოხატეს, პირადული ინტერესი იყო ჩემი და მამაჩემის, რომ მე არ უნდა მეხელმძღვანელა ამ პროექტისთვის, ასეთი აზრი იყო ზოგადად.

ხმამაღალი საუბარი იყო, მე არ ვესწრებოდი და შეგნებულად არ მივედი ადგილზე, სადაც მივიდნენ, ნაგვის ურნა მიუჩოჩებიათ ნაციონაური მოძრაობის ოფისის კარებთან და ამით გამოხატეს პროტესტი. ესეც იყო პიროვნული დაპირისპირება გამიზნული, მამა-შვილის ურთიერთობა იყო გაპროტესტებული. არ ღირს ზოგადად არანაირი სამსახური და თანამდებობა ნერვების შლად და ასე გადავწყვიტე, დავწერე განცხადება, არაკომფორტული იყო უკვე იქ ყოფნა. პატრიული კუთხით მიიღეს ესეც, რომ ნაციონაური მოძრაობის ოფისის თავზე არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ბანერი”,-განაცხადა დათო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...