A1 ბანერი

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2019 წლის 8 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110 პროცენტით, მაქსიმალური 7.180პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.159 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...