სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 25 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 228 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.050 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად