სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2019 წლის 23 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 780 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.950 პროცენტით, მაქსიმალური 7.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.983 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად