სახალხო დამცველის მიმართვა შს მინისტრს

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, პირად კონტროლზე აიყვანოს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელ  პირთა მიერ ძალადობის შემთხვევების პრევენცია. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამინისტროს, რომ უფლებამოსილ თანამშრომლებს კიდევ ერთხელ განემარტოთ საკითხის სენსიტიურობა, რათა ყველა ზომა იქნას გამოყენებული საქართველოში არსებული ოჯახში ძალადობის საგანგაშო ტენდენციის შესაჩერებლად.
„არაერთი მოწოდების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირების დროს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი რიგი შემთხვევებიდან იკვეთება, რომ ხელწერილის გამოყენება კვლავ გრძელდება. ასეთ ფორმას კი საერთოდ არ ითვალისწინებს ძალადობისგან დასაცავად არსებული სამართლებრივი მექანიზმები და ის მხოლოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ნაწილია, რომელიც სრულიად არაეფექტურია.
სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ხელწერილი ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლის ეფექტურ დაცვას, რადგან არ აქვს ის სამართლებრივი თანმდევი შედეგები, რაც მსხვერპლთა დაცვისათვის შემაკავებელ ორდერს გააჩნია. ასევე, ვერ უზრუნველყოფს განმეორებითი ძალადობის პრევენციას ან, მომხდარის შემთხვევაში, მოძალადის პასუხიმგებლობის დაყენებას."– ნათქვამია ომბუცმენის განცხადებაში. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად