სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლას იწყებს

როგორც  სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  ეს შეეხება როგორც სავარაუდო ზეწოლის, იძულების ფაქტებს, სამსახურიდან გათავისუფლების, ასევე მოსყიდვის თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს.

„ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება საკორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და რა თქმა უნდა თითოეული ფაქტი იქნება ჩვენ მიერ შესწავლილი, აღრიცხული და საერთო ჯამში შეფასებული წინა საარჩევნო კამპანიის ჭრილში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, თუ გამოიკვეთა უკვე მსგავსი დარღვევა, ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ასევე, სავარაუდო შემთხვევა, როგორც აცხადებენ, პირადი ცხოვრებით შანტაჟის. თუმცა ვფიქრობ, რომ იქნება მრავლად და სახალხო დამცველი ეცდება, ეფექტური და დროული რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად