სახალხო დამცველი: მიხეილ სააკაშვილს სჭირდება გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები – დადგება სასეირნო სივრცის საჭიროებაც, რაც მოსაგვარებელია

ძალიან გართულებული არის შესვლა. დაახლოებით, სულ მცირე ორი საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ რეალურად გაურკველობა არის შიგნით, კომუნიკაცია არის გართულებული. კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის. რეალურად, ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, არ ვიცი, ჩემთვის გაურკვეველია, სად, არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე ჩემთვის არის გაურკვეველი. ამან წაიღო დაახლოებით ორი საათი, თუმცა საბოლოო ჯამში შევედით. – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გორის ჰოსპიტალში მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

“იმ ექიმებს, რომლებმაც ის პირველად გასინჯეს, მიეცათ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გაესინჯათ. დანარჩენებმა ნახეს სამედიცინო ისტორია.

რაც შეეხება უფლებრივ საკითხებს, გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, არის გამოსწორებული. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის გასინჯვებს, სამედიცინო შემოწმებას. ამ წუთას პრობლემა არის ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე, სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როცა მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება. ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია” – განაცხადა ნინო ლოჯარიამ.

კომენტარები
იტვირთება...