სახალხო დამცველი: მე კონსტიტუციის ცვლილების წინააღმდეგ მივეცი ხმა

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რადგან მიიჩნევს, რომ არ იყო გათვალისწინებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი.

"მე მქონდა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, არ იყო გათვალისწინებული. ეს ეხებოდა როგორც სოციალურ უფლებების კუთხით, ისე შრომით ინსპექციას, დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს და არაფერი გაითვალისწინეს. ასევე, ვერ მივიღეთ არგუმენტი რატომ უნდა იყოს შეზღუდული სახალხო დამცველის არჩევის წესი მხოლოდ ერთხელ" – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა "რუსთავი 2"-თან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად