სახალხო დამცველი გურჯაანში პოლიციელების მხრიდან უკანონო ქმედებების საქმეს შეისწავლის

2015 წლის 22 მაისს მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო მოქალაქე ჭ.ჭ-ს საქმის შესწავლა, მის მიმართ გურჯაანის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

საკითხის შესწავლის მიზნით, გურჯაანში იმყოფებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს მოქალაქე ჭ.ჭ-ს და მისი ოჯახის წევრებს. ადგილზე მოხდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დოკუმენტირება.

მოპოვებული მტკიცებულებებისა და  მიღებული ახსნა-განმარტებების შესწავლის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებითშესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად