საკარანტინო ზონად გამოცხადებულ სოფელ ღვანკითში დღეს 1 ტონაზე მეტი ყველის რეალიზაცია მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პრევენციის მიზნით, ორი კვირაა, საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული, დღეს 1 ტონაზე მეტი ყველის რეალიზაცია მოხდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში პირადად იყო ჩართული.
“მოსახლეობას, კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, აქვს პროდუქციის გასაღების პრობლემა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ კვირაზე მეტია, ვეხმარებით ოჯახებს მარწყვის გაყიდვაში. დღეს კი სოფელში რძის პროდუქციის რეალიზატორები შევიდნენ და 1 ტონაზე მეტი ყველი შეისყიდეს. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად