საკარანტინო ზომების დაწესების ათასობით მოწინააღმდეგემ ლონდონის ცენტრში აქცია გამართა

ათასობით ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა საკარანტინო ზომების განმეორებით დაწესებას დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიცია იძულებული გახდა ჩაეშალა აქცია მისი მონაწილეების მიერ სოციალური დისტანცირების წესების დარღვევის გამო, რამაც გამოიწვია შეტაკებები, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სკოტლანდ იარდის ბოლო ცნობების თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების ოთხი თანამშრომელი დაშავდა, 10 პირი კი დააკავეს. სამედიცინო დახმარება ასევე მოითხოვა რამდენიმე აქტივისტმა, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენეს ხელკეტები. გასულ კვირას, რამდენიმე ათეული პოლიციელი დაშავდა ბრიტანეთის დედაქალაქში საკარანტინო ზომების დაწესების მოწინააღმდეგეთა გაცილებით მცირე მასშტაბიანი საპროტესტო აქციის დროს. 32 ადამიანი დააკავეს.

ბრიტანული მედიის შეფასებით, საპროტესტო აქცოაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანია. “ჩვენ არ ვეთანხმებით” – ეს არის მომიტინგეების მთავარი ლოზუნგი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავრობის მიერ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო საკრანტინო ზომების გამკაცრებას. დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა ბრიტანეთის საპარლამენტო ოპოზიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯერემი კორბინმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად