“საკანში, უმძიმეს მდგომარეობაში, სულხანი ერთ-ერთმა პირველმა ვნახე და მსოფლიოს ვამცნეთ”

აქედან, ამ საჯარო სივრციდან, დავემშვიდობები სულხან მოლაშვილს. ძალიან დამწყვიტა გული ამ ამბავმა. ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მუდამ დასანანია და მით უფრო, როცა ადამიანი სიმართლეს ეძებს და ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ სათქმელი ბოლომდე უთქმელი რჩება – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში წერს.

"ვფიქრობდი ქაშუეთში მისვლას, დამშვიდობებას, მაგრამ ალბათ ასე ჯობია.

იქ ბევრი გულწრფელი ადამიანი ემშვიდობება ამ დღეებში სულხანს. ადამიანები ვინც მასსავით მიშას რეჟიმის მსხვერპლი იყო, ადამიანები ვინც მაშინაც და დღესაც ვერ ეგუება უსამართლობას. თუმცა იმავდროულად ჩვენ ვახერხებთ ხოლმე ყველაფერი ფარსად ვაქციოთ და ფსევდოტრაგიზმით შევიმოსოთ კამერების წინ.

მე სულხანი 2004 წლის 5 ივლისს ვნახე. ზუსტად 12 წლის წინ, დღევანდელ დღეს. იმ საშინელ საკანში, უმძიმეს მდგომარეობაში. ერთერთმა პირველმა და მსოფლიოს ვამცნეთ ეს ამბავი.

მაშინ, დღეს კამერებთან მოტირალთა ერთ ნაწილს არ სჯეროდა, მეორე ნაწილს ეშინოდა, მესამეებს არ ედარდებოდათ.

დღეს ამ ფსევდო სპექტაკლს დგამენ, მე კი აქედან ვემშვიდობები სულხან მოლაშვილს",-წერს ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად