სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

80 ხმით 8 -ის წინააღმდეგ, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სასკოლო გამოცდები 11-12 კლასებში უნდა გაუქმდეს.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს , ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი კანონპროექტი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩავარდა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის ინიციატივას კენჭი, დღეს მეორედ უყარა ვინაიდან, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც საჯარო სკოლების გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა. ​კანონპროექტს კენჭისყრაზე 63-ის ნაცვლად მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად