საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ, თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბოხაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი - თენგიზ ჩიტიაშვილი, მოადგილე ზვიად ქურდაძესთან და და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს დეტალურად გაეცნო.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ხაშურის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.


მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. 
მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.