მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“EBRD-ის პრეზიდენტთან რენო ბასოსთან შეხვედრის შემდეგ წერს.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შევხვდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს.

მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.