საინტერესო წრე იკვრება – მამუკა მდინარაძე გახარია – სააკაშვილის შეხვედრაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება დღეს განვითარებულ მოვლენებს.

“ხოლოდ დღევანდელი ამბები:
1. გახარია და სააკაშვილი აშშ-ში ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
2. კვლევითმა ორგანიზაციამ, რომლის საველე სამუშაოებს საქართველოში ნაც. მოძრაობის ორგანიზაცია ატარებს, ფორსირებულად ,,გამოაგდო” კვლევა, სადაც ტრადიციულად ,,ქართულ ოცნებას” დააკლო ბევრი, ასევე ბევრი მოუმატა გახარიას პარტიას და მას 8% დაუწერა…
3. ,,ლელოს” ლიდერმა განცხადება გააკეთა და დანარჩენ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტიდან გავიდეთო.
4. ნათელაშვილმა – ოპოზიციის ერთადერთი გზა ფანჩატურში დაბრუნებააო.
საინტერესო წრე იკვრება! ერთი დღის პირობაზე, როგორც მინიმუმ, ძალიან საინტერესოა… 😊😊” – წერს  მამუკა მდინარაძე.
კომენტარები
იტვირთება...