საინფორმაციო სააგენტო “აიპრესის” განცხადება – გამოხატულად პრორუსული მიმდინარეობის მქონე “ალტ ინფოს” პარტიის აქტივობებს არ გავაშუქებთ

საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი”, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს და არის ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის LATO-ს კონფერენციების საინფორმაციო მხარდამჭერი 2016 წლიდან, აცხადებს, რომ სააგენტოზე არ განათავსებს “ალტ ინფოს” აქტივობებს, რომლებმაც დღეს პოლიტიკური პარტია შექმნეს და განაცხადეს შემდეგი:

„ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირული ურთიერთობა”.

შეგახსენებთ, რომ “ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

“ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

2020 წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“.

უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მედიის ვალდებულებაა იმოქმედოს იმდაგვარად, რომ ხელი არ შეუწყოს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას

კომენტარები
იტვირთება...