A2 ბანერი
A2 ბანერი

საია: ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა კამპანიის ხელის შეშლა არ დაფიქსირებულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ ატოცში მომხდარი გუშინდელი ინციდენტის დროს სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა ხელის შეშლა არ დაფიქსირებულა, რადგან ეს ღონისძიება ჩვეულებრივად გაგრძელდა.

როგორც პავლიაშვილმა „აიპრესს“ უთხრა, საარჩევნო კამპანიის დროს არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, როცა გარკვეული ჯგუფი ზურაბიშვილს დასდევდა მისი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას ცდილობდა.

“გუშინდელ შემთხვევაზე რა კადრებიც გავრცელდა, იქ ჩანს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა კამპანიის დროს ხელის შეშლა არ დაფიქსირებულა, რადგან ეს ღონისძიება ჩვეულებრივ გაგრძელდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კამპანიის დროს არაერთი ფაქტი გამოვკვეთეთ, როდესაც ხელშეშლის მცდელობა იყო. როდესაც შევაჯამეთ კამპანია, მაშინაც ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული ჯგუფი დაჰყვებოდა, რომლებიც ხელის შეშლას ცდილობდნენ. ეს საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა სიძულვილის ენით და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირებით. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა და მათმა მხარდამწერებმა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩენონ, ეთიკური ქმედები განახორციელონ და კამპანია წარიმართოს მოსაზრებების და იდეების მიწოდებების ამომრჩევლისადმი, რათა ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს მშვიდ გარემოში მოახდინოს თავისი ნების ფორმირება.

ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთი ფაქტი დავაფიქსირეთ და შესაბამისად მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ შეესწავლა ეს ფაქტი. ხელის შეშლის დადასტურების შემთხვევაში კი შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებინა ამ პირებისთვის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს ფაქტი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში წარიმართოს და არ იყოს გამოყენებული როგორც სიძულვილის ენა, ასევე შეურაცხმყოფელი განცხადებები. წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი ქსენოფობიური განცხადება დაფიქსირდა. ასევე იყო, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამაღვივევებელი განცხადებებიც. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შესაბამისი სუბიექტები და მათი მხარდამჭერები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებს“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ჩასულ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების…

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხდება ქართული ღირსების, ღირებულებების შეურაცხყოფაა, - ამის…

ზურაბიშვილი მევენახეებს: საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს და ამ საკითხში…

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში…

სალომე ზურაბიშვილი: მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი…

ამის შესახენ "ქართული ოცნების" მიერი მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატამა, სალომე ზურაბიშვილი…

ვოლსკი: მოსახლეობას კარგად ესმის განსხვავება სტაბილურობასა და დესტაბილიზაციას შორის

"მეორე ტური გაცილებით უფრო მძლავრად იქნება გამარჯვების ციფრებით წარმოდგენილი. მგონია, რომ ამ ხალხს განსაკუთრებით…

საია: 2012 წელს აგვისტოს ომზე გამოძიებას ჰააგას ვთხოვდით, იგივე პოზიცია გვაქვს ახლაც

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი ნინო ჯომარჯიძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10…

ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი…

საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის…

ზურაბიშვილი: საზოგადოების თანამედროვეობისკენ შეცვლისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის…

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში…

ზურაბიშვილი: საქართველო ტიპური აზიური ქვეყანაა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის…

ზურაბიშვილი: ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკს, ვასწავლოთ, როგორ…

არ შეიძლება, ნარკოტიკების პრობლემა გულთან არ მივიტანოთ. რა განათლებაზეა საუბარი, თუ ახალგაზრდობა გართულია…

ზურაბიშვილი: მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი, ჩემი სურათი ბევრად ლამაზია, ვიდრე…

"მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია,…
კომენტარები
იტვირთება...