საია: ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა

ამის შესახებ ინფორმაციას საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

“დღეს ეკა მესხიძემ 15 მედია საშუალების წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას მიმართა. იგი მიიჩნევს, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რიგი მედია საშუალებების მიერ არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი.

მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სადავო მასალის თანახმად, სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ მისი საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს საერთოდ არ  უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი.

სახალხო დამცველის მიერ უკვე დადგენილია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ ადგილი ჰქონდა ეკა მესხიძის შევიწროებით და სექსუალურშევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ეკა მესხიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს”, –  ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...