საია: აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა”, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებაშია აღნიშნული.

“საია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მათ შორის დირექტორის მხრიდან.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშე იდგა.

ამასთან, სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დირექტორად შერჩეული ყოფილიყო ისეთი პირი, რომლის დირექტორობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებოდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობა. არჩეულის დირექტორის – გიორგი კოხრეიძის არჩევასთან დაკავშირებით კი არაერთი კითხვა არსებობს.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა.

საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება”, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად