საღირაშვილი: სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შევთანხმდით, გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც შესაძლოა, სატარიფო პოლიტიკაც გადაიხედოს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, სასტუმრო „ბილტმორში“, ჟურნალისტებთან, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში განაცხადა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მესამედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. თბილისი ამ მნიშვნელოვან ფორუმს მასპინძლობს. დღითი დღე იზრდება ინტერესი, ამას მოწმობს ხარისხი და სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ამ ფორუმს ესწრებიან. ერთ-ერთი მთავარი, ძირითადი საკითხები, რომელიც განხილული იქნა, გახლავთ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თემები. გვქონდა მრავალმხრივი, ორმხრივი შეხვედრები ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. ფოკუსირება მოვახდინეთ იმ ქვეყნებთან ურთიერობის გაღრმავებაზე, რომელიც ჩვენს კორიდორში წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს, ვგულისხმობ უკრაინას, ბულგარეთს, ასევე ირანს, თურქეთს.

შევთანხმდით მრავალი საკითხის კოორდინაციაზე, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ კორიდორის ნებისმიერი წევრი მხარს უჭერს, რომ მოხდეს კორიდორის დიგიტალიზაცია. ეს პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ყველანი ცალსახად აღნიშნავენ რომ ეს არის მომავალი. ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი, რაზეც შევთანხმდით გუშინ, სწორედ ეს ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას, ასევე გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა. შეიძლება რაღაც კორექტივები საჭირო იყოს სატარიფო პოლიტიკის მიხედვით. უახლოეს მომავალში ვასრულებთ კვლევას… სწორედ ამ კვლევის საშუალებით გვექნება საშუალება, პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ამოცანები, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ გავაძლიეროთ კონკურენცია და ტვირთების ნაწილი გადმოვრთოთ ჩვენს კორიდორში. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. ზოგადად, ასეთი ფორმატი იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ სამომავლო გეგნები უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად განვიხილოთ.

სამუშაო ჯგუფში იქნებიან კონკრეტული დარგის სპეციალისტები. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის ფორმატს, ჯერჯერობით ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს იქნება სამმხრივი. განიხილავენ დიგიტალიზაციისთვის რა პროდუქტი გვჭირდება, მისი ფუნქციონირება რა უნდა იყოს იმიტომ, რომ რეალურად ის პორტებსაც საკუთარი აქვს. კერძო სერვისები ჩვენ ერთი პლატფორმის ქვეშ უნდა გავაერთიანოთ და კომპიუტერულ მუშაობაზე გადავიდეთ, რითაც მინიმუმ 20%-ით შემცირდება დრო და ხარჯებიც ოპტიმიზაციაც მოხდება. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია კონკურენტუნარიანი იყო“, -განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად