A2 ბანერი
A2 ბანერი

საღირაშვილი: ქართველ მეზღვაურებს ევროპულ გემებზე დასაქმების შეზღუდვები სრულად მოეხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მოხსენებით გამოვიდა  ბათუმში გამართულკონფერენციაზე -“ჩვენ პროფესიონალები ვართ”, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში გაიმართა.

“პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” წარმოადგენს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” 16 მილიონი აშშდოლარის ოდენობის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისადა საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტის ფარგლებში.

მოხსენებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე მეზღვაურთა განათლების დონის ამაღლებისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, რომლის შედეგადაც გამკაცრდა ზედამხედველობა საგანმანათლებო პროგრამებსა და მეზღვაურთა დასაქმების პოლიტიკაზე, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა, საზღვაო აკადემიას გადაეცა საწვრთნელი გემი სტუდენტების საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფისთვის და ა.შ. აკაკი საღირაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლითაც ქართველ მეზღვაურებს მოეხსნა ყველა შეზღუდვა ევროპულ გემებზე მათი დასაქმების მიმართულებით.

აკაკი საღირაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, განსაკუთრებით კი მის იმ კომპონენტს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მისი მეშვეობით აღნიშნული საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულები ქართულ დიპლომთან ერთად ბრიტანეთში აღიარებულ სერტიფიკატსაც მიიღებენ, რომელიც მათ გაერთიანებულ სამეფოში დასაქმებას გაუადვილებს.

კონფერენციას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი Pearson Education Limited, ასევე კერძო სექტორის, პორტების, საკრუინგო და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეები საზღვაო აკადემიას ეწვივნენ, სადაც პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში გაიმართა ღია კარის დღე. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა  ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს გაცნობოდა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები დაეთვალიერებინათ, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საქართველოს მთავრობისა, და კერძო სექტორის ფინანსური ხელშეწყობით შეიქმნა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ განხორციელებული პროექტის სახელწოდებაა: GWAVES (Georgian Workforce assistance and Vocational Education Strategy) საქართველოს მუშახელის მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სტრატეგია. პროექტის უცხოელი პარტნიორია ბრიტანული კომპანია „Pearson Education Limited“. პროექტი განხორციელდა პროფესიული მომზადემის ცენტრის ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ცენტრის აკრედიტაცია  ბრიტანეთის აკრედიტაციის  საერთაშორისო  საბჭოს მიერ – BTEC (ბიზნების და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭო). პროექტის ფარგლებში შემუშავებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მიიღო საერთაშორისო აღიარება და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებზე ეროვნული დიპლომის გარდა გაიცემა  BTEC-ს საერთაშორისო დიპლომები.

მსგავსი სიახლეები

ქობულია: საექსპორტო ბაზრებზე წვდომის მიზნით ძალიან კარგია კლასტერული მიდგომა

"ჩვენ რომ ავეჯის წარმოების ინდუსტრია განვავითაროთ, უნდა გავაძლიეროთ ექსპორტი. ამისთვის გვჭირდება შევქმნათ…

ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობისთვის კადრების გადამზადების ცენტრის შექმნა…

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გიორგი ქობულიასა და ავეჯის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან…

ქობულია: კოოპერატივები დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ…

ქობულია: Check in Georgia-ს კავშირი ტურიზმის განვითარებასთან ვერ დავინახე

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია "საქმიან დილასთან" საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პროექტი Check in…

ქობულია პროფესიულ განათლებაზე: ჩვენ არ უნდა გვეთაკილებოდეს ასეთი პროფესიები

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა "საქმიან დილაში" საუბრისას…

თურნავა: გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეები…

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

ნათია თურნავა: 2013 წლიდან დღემდე ქვეყნის გაზიფიცირების ტემპი გასამმაგდა

საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია…

ნათია თურნავა: შიდა ქართლის რეგიონი თითქმის სრულად გაზიფიცირებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ დღეს შიდა ქართლში გაზიფიცირების…

არველაძე: თუ საზოგადოებაში იქნება კონსენსუსი, ანტიდემპინგის შესახებ კანონპროექტს…

ანტიდემპინგური კანონპროექტის საჭიროების საკითხები განიხილეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და…

გენადი არველაძე: საქართველოს წმინდა ექსპორტის 71% თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადილე გენადი არველაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის…
კომენტარები
იტვირთება...