საგარეო: ვარშავა-თბილისის ავიარეისზე, იმაზე მეტი მსურველი აღმოჩნდა ვიდე ხელმისაწვდომი ბილეთები

LOT პოლონეთის ავიახაზების მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს, შესრულდება სპეციალური რეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით.

ვარშავა-თბილისის ავიარეისზე ბილეთების შეძენას, მოქალაქეები დღეს, ვარშავის დროით 10 საათზე შეძლებდნენ.

თუმცა, სოციალურ ქსელში მომხამრებელები წერდნენ რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშულ რეისზე ბილეთების შეძენა. “აიპრესი” საგარე საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს რომ “საქართველოში გამგზავრების მსურველი აღმოჩნდა იმაზე მეტი ვიდე ხელმისაწვდომი ბილეთები”

” მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, 3 აპრილის ვარშავა-თბილისის ფრენაზე, 1 პრილის დილის 10 საათზე (ვარშავის დროით) პოლონეთის ავიახაზებმა დაიწყო ბილეთების გაყიდვა შესაბამისი არხებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდა ბილეთები შეეძინათ, როგორც კომპანიის ვებგვერდზე ისე ავიაკომპანიის აეროპორტის ვარშავის ოფისში, ბილეთების გაყიდვის პროცესი სრულად იყო ორგანიზებული ავიაკომპაანის მიერ.

სამწუხაროდ საქართველოში გამგზავრების მსურველი აღმოჩნდა იმაზე მეტი ვიდე ხელმისაწვდომი ბილეთები, თუმცა საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობს დადგენილი თანმიმდევრობით სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების დასაბრუნებლად. უნდა აღინიშნოს რომ ეს ვარშავიდან რიგით მეხუთე ორგანიზებული ფრენაა, რომლითაც საერთო ჯამში 400-მდე საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდა სამშობლოს შეზღუდული ავია მიმოსვლის პირობებში. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ეტაპობრივი დაბრუნების პროცესზე..”-განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად