საგარეო უწყება: თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

როგორც “აიპრესს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 31 დაღუპულისა და 1466 დაშავებულის შესახებ.

6,8 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის პროვინცია ელაზიღში 24 იანვარს მოხდა. მისი ეპიცენტრი 6,75 კილომეტრის სიღრმეზე იყო. სტიქიური უბედურება ქვეყნის ბევრ რეგიონში იგრძნეს, აგრეთვე მეზობელ ქვეყნებშიც – ისრაელში, ერაყსა და სირიაში.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად