A1 ბანერი

საგარეო უწყება: საქართველოს საფრანგეთში შეზღუდული აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს თავშესაფრის მაძიებლებს

საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში შეზღუდული აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს თავშესაფრის მაძიებლებს, ან მიიღოს ფრანგული მხარისგან ინფორმაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ბოროტად არ ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის მიერ საფრანგეთის სამხრეთით ქ. მონპელიეში გადაღებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია კარვებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში ითხოვენ თავშესაფარს.

თავშესაფრის მაძიებელთა კარვებში განთავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საფრანგეთში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ბევრი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს და ფრანგულ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ყველა უზრუნველყოს საცხოვრებლით.

➢ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები, ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან, ან დახმარება აღმოუჩინოს მათ. ხშირ შემთხვევაში თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან დაკავშირება, რადგან, მათი აღქმით ამან შესაძლოა შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება.

➢ ამის მიუხედავად საქართველოს კონსული საფრანგეთში გაემგზავრება ქ.მონტპელიეში და ადგილზე მოინახულებს მოქალაქეებს.

➢ შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის ქ. ბოვეში რა დროსაც, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს კონსული ჩავიდა ადგილზე მოქალაქეების მოსანახულებლად. გაესაუბრა მათ და გაეცნო მათ საყოფაცხოვრებო პირობებს. მათ უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე.

➢ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...