საგარეო უწყება: პროცედურების დასრულების შემდეგ თურქეთში გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება მოხდება

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, ზღვაში ჩხოროწყუს მკვიდრი, 24 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. ინციდენტი გუშინ მოხდა.

ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებისთვის დახმარების თხოვნით მიმართავს და აცხადებს რომ, დაღუპულის ცხედარი ამჟამად ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

აღნიშნულ საკითხზე “აიპრესი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე.

“საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა, თუმცა საკონსულო ფლობს ინფორმაციას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, ამჟამად ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და უტარდება ექსპერტიზა. საკონსულოს ხაზზეა ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ სამართლადამცავებთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მოხდება საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება”, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად