საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს: კორონავირუსის გამო, თავი შეიკავეთ ირანში მოგზაურობისგან

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, თავი შეიკავეთ ირანის რესპუბლიკაში მოგზაურობისგან – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +989352110274; +989122997726; +989108201041“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად