საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით ორგანიზაციას საქართველოს სახელით ულოცავს.

“დღეს, გაეროს, მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის შენარჩუნების, ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და განვითარების კუთხით ერთ-ერთი უმთავრესი აქტორის 75 წლის იუბილე აღინიშნება.

საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა.” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად