საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ლიბერთი ბანკის მიერ “აგრო ბარათების” გაცემის პროცესს დაესწრო

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი სოფელ ვერხვიანში სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის მიერ “აგრო ბარათების” გაცემის პროცესს დაესწრო, მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და პროგრამის დადებით მხარეებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, 200 000 ფერმერი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს “აგრო ბარათის” მიღებას და ახალი პროგრამით სარგებლობას.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო და 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით, სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გააჩნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად