საგარეჯოში, ავარიის შედეგად, გურჯაანის მერი და მერიის პრესსამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის პრესსამსახურის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

ავარიის დროს ერთ- ერთმა მათგამა თავი დაარტყა და დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული , რის გამოც მედიკოსების მიერ ჭრილობის დამუშავება გახდა საჭირო.

ექიმების თქმით, პაციენტს გონება არ დაუკარგავს და სავარაუდოდ, სხვებთან ერთად მასაც ბინაზე ცოტა ხანში გაწერენ.

ავარია იმ დროს მოხდა, როცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ შეკრებაზე მიემგზავრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად