საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლის რეაბილიტაციაზე 730 000 ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 12 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, 4-ზე კი უახლოეს მომავალში გამოაცხადდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ საგარეჯოს #1, გიორგიწმინდის, გომბორის, თოხლიაურის, მანავის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, უდაბნოს, ყანდაურის, წყაროსთავის, ხაშმისა და უჯარმის საჯარო სკოლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სულ 730 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა.

ცნობისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წელს მეორედ გამოაცხადა, პირველ ჯერზე ტენდერი ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად