საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში კახელმა ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს

აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციას ითხოვდნენ.

“აქციის გამართვის წინაპირობას ქვეყანაში შექმნილი ვითარება წარმოადგენს, ის მდგომარეობა, რაც შეიძლება ტურისტული ნაკადის შემცირებამ და რუსული ბაზრის შესაძლო დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს. გვსურს, შევხვდეთ პასუხისმგებელ პირებს და მათგან მოვისმინოთ,რა იგეგმება ყურძნის, ღვინისა და ხილის რეალიზაციასთან დაკავშირებით.ჩვენი მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა,,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გლეხებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. გუბერნატორი აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენლებთან კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.

“მოსახლეობის მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ მიღებულია. ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს. უახლოეს პერიოდში, ეს შეხვედრა შედგება და ის მინისტრები, რომლებიც ამ პოლიტიკის განმახორციელებლები არიან შეხვდებიან ფერმერებს, მევენახეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად