საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავარიას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

მერსედესის მარკის ავტომანქანა სოფელ კაზლარის მკვიდრს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ცენტრალური გზის გადაკვეთას ცდილობდა.

ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად