საგარეჯოს მერიაში საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს მელიორაციის ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელმა – გვანცა დარისპანაშვილმა  ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან საექსპლუატაციო სამუშაოების დაგეგმვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დეტალურად მოხდა სოფლის საჭიროებების გაცნობა, რაც ძირითადად სატუმბი სადგურების რეაბილიტაციას და სავარგულების გასარწყავიანებას ეხებოდა.  შეხვედრას მერის პირველი მოადგილე- ალექსი გილაშვილი და სოფლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – ივანე ფანოზიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად