საგარეჯოს მერიაში არასამთავრობო ორგანიზაიისა და მერიის წარმომადგენლებთან გლობალური გამოკითხვის მიზნით, შეხვედრა-დიალოგი გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში გაეროს კამპანიის ფარგლებში, თვითმმართველობის პირველ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაიისა და მერიის წარმომადგენლებთან გლობალური გამოკითხვის მიზნით, შეხვედრა-დიალოგი გაიმართა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა და მერის მრჩეველმა თამაზ ახვლედიანმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ძირითადი პრობლემები და მოსახლეობის ინტერესები გააჟღერეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. დამსწრეთა შორის იყვნენ კანტის აკადემიის წარმატებული მოსწავლეები მარიამ ასრათაშვილი და გუგა ესაიაშვილი, რომელთაც საზოგადოებას თავიანთი ხედვა გაუზიარეს.
წელს, გაერო 75 წლის გახდა, საიუბილეო წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბით, დიალოგი წამოიწყო. კამპანიის მიზანია, გლობალური მნიშვნელობის საკითხების კრიტიკული შეფასება და მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და შემოქმედებითი იდეების შეგროვება იმის სესახებ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო 2045 წლისათვის მოსალოდნელი რისკებისა და შესაძლებლობების გასაწერად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად